რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი ლონდონში ბრიტანეთის პრემიერმინისტრს და NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა, სადაც ის გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ, კირ სტარმერსა და NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდება. 

მიმდინარე კვირაში იგეგმებოდა უკრაინისა და მისი პარტნიორი სახელწიფოების ლიდერებს შეხვედრა გერმანიაში, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწია ვიზიტის გაუქმება, რათა ის ქარიშხალ მილტონით მიერ მიყენებულ ზიანზე და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებზე ფოკუსირდეს.

შეხვედრაზე იგეგმებოდა, რომ ზელენსკი პარტნიორებს დეტალურად გააცნობდა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის "გამარჯვების გეგმას". 

სტარმერმა დაუნინგ სთრითზე ზელენსკისთან შეხვედრის წინ თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა, ხოლო ლონდონში ვიზიტის დროს ზელენსკი მას და რუტეს ომში გამარჯვების გეგმას დეტალურად გააცნობს. NATO-ს ახლად დანიშნული გენერალური მდივანი, მარკ რუტე ზელენსკისა და სტარმერს 10 ოქტომბერს შეხვდება. 

პარასკევს, ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს პაპ ფრანცისკესთან შეხვედრას.

კომენტარები