10 ოქტომბრის ღამეს უკრაინამ რუსეთში, ადიღეს რესპუბლიკაში, ქალაქ მაიკოპთან მდებარე სამხედრო აეროპორტზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
სამხედრო აეროპორტი ხანსკაია ქალაქ მაიკოპისგან ჩრდილო-დასავლეთით 6 კილომეტრშია.
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით ბაზაზე დისლოცირებულია 272-ე სასწავლო საავიაციო ბაზა.
NASA-ს ხანძრების მონიტორინგის სამსახურმა სამხედრო აეროდრომ ხანსკაიას მახლობლად ძლიერი ხანძარი დააფიქსირა.
ამ დრომდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს იერიშზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.





