გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღამით სირიის საპორტო ქალაქ ლატაკიაში სავარაუდოდ იარაღის საწყობზე მიიტანა იერიში.
სირიის სამთავრობო რადიომაუწყებლობა Sham FM-ის ცნობით, ლატაკიის სიახლოვეს სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემები "სამიზნეების" განეიტრალებას ცდილობდნენ. ხოლო მოგვიანებით, Sham FM-ის თქმით, მეხანძრეებმა ლატაკიის სამხრეთში ხანძრის ჩაქრობას დაიწყეს.
მეორე მხრივ, სირიის ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, იერიშის სამიზნე იარაღის საწყობი იყო. ზოგიერთი ოპოზიციური მედიის თქმით, იარაღის საწყობი სირიაში რუსეთის ხმეიმიმის ავიაბაზაზე მდებარეობდა.





