ებრაული მედიის ცნობით, ლიბანიდან ისრაელში შთულას დასახლების მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე რაკეტა ღია ადგილებში დაეცა.
მანამდე, რამდენიმე დასავლურმა მედიამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს.
მოგვიანებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ ისრაელმა აშშ-ს ლიბანში რიგი მცირემასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების დაგეგმვის შესახებ შეატყობინა.





