დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

მილერი: ისრაელმა შეგვატყობინა, რომ ლიბანში სახმელეთო ოპერაციებს გეგმავს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, ისრაელმა აშშ-ს შეატყობინა, რომ ლიბანში რიგ მცირემასშტაბიან სახმელეთო ოპერაციებს გეგმავს. 

"ამ ოპერაციების შესახებ მათთან საუბრები გვაქვს, მაგრამ შერჩეულ დროზე, მიზანზე, ტემპზე მათ ვალაპარაკებ. [...] რიგი ოპერაციების შესახებ შეგვატყობინეს. ამ დროისთვის გვითხრეს, რომ ესენი არის შეზღუდული ოპერაციები, რომლებიც საზღვართან ჰეზბოლას ინფრასტრუქტურაზე კონცენტრირდება. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მიმდინარე საუბრები გვაქვს". - თქვა მილერმა. 

მილერმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს ჰეზბოლასგან თავის დაცვის უფლება აქვს, რაც ლიბანში ტერორისტული დაჯგუფების ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანასაც მოიცავს. მისივე თქმით, ისრაელის მიერ ჰეზბოლას ყოფილი მეთაურის, ჰასან ნასრალას მკვლელობა დადებითი ნაბიჯი იყო. თუმცა, ამავდროულად, მილერმა ორივე მხარეს ესკალაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. 

"ვაცნობიერებთ, რომ ზოგჯერ სამხედრო ზეწოლამ შესაძლოა დიპლომატია შესაძლებელი გახადოს. ეს მართალია. ასევე მართალია, რომ სამხედრო ზეწოლა არასწორ გათვლებამდე შეიძლება მივიდეს. შეიძლება გაუთვლელი შედეგებიც გამოიწვიოს. მხოლოდ ესაა. ის, რის თქმასაც ვაპირებთ მათთვის არის, რომ, მართალია, ტერორიზმისგან თავდაცვის მათ უფლებას მხარს ვუჭერთ, მაგრამ მხარს ვუჭერთ ისრაელელი მოქალაქეების სახლში დაბრუნების ძალისხმევებსაც და, საბოლოო ჯამში, გვჯერა, რომ დიპლომატიური რეზოლუცია ამის მიღწევის საუკეთესო გზა არის". - თქვა მილერმა. 

კომენტარები