არჩევნები 2024

კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საარჩევნო პროგრამის წარდგენა გადაიდო - ოცნება

ქართული ოცნება

ქართული ოცნების ინფორმაციით, 1 ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

"ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1 ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო. პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება. თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრეს-სამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს." - განგვიცხადეს ქართულ ოცნებაში.

31 ავისტოს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალ საარჩევნო პროგრამას ქართული ოცნება 1 ოქტომბერს წარადგენდა.

კომენტარები