საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ერთიანობა: ლავროვის პოზიტიურად შეფასება ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაციაა

ლევან სანიკიძე

ნაციონალური მოძრაობის კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე კოალიცია ერთიანობის სახელით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმიანება ( კალაძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებთან" შერიგებაში დახმარებასთან დაკავშირებით პოზიტიურად აფასებს) და შეახსენებს მას [კალაძეს], რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.

"ამ განცხადებით უკვე მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია. ამ განცხადებით კახა კალაძე ივანიშვილის პარტიასთან ერთად პირდაპირ ამბობს, რომ გიორგი ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები, შინდისის გმირები და ყველა ის თავდადებული პატრიოტი, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე საქართველოს ეროვნული ღირსებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა, სინამდვილეში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით ორ სუვერენულ სახელმწიფოს უპირისპირდებოდა". - განაცხადა სანიკიძემ.

 

კომენტარები