დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

IDF-ის თქმით, იემენში ჰუსიტების პორტსა და ელექტროსადგურებზე იერიშები დაიწყეს (VIDEO)

X

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ იემენში ირანის მარიონეტული დაჯგუფების, ჰუსიტების, წინააღმდეგ საჰაერო იერიშები დაიწყეს.

ისრაელის არმიის თქმით, ისრაელიდან 1 800 კილომეტრის დაშორებით ოპერაციაში ქვეყნის საჰაერო ძალების ათეულობით სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის ავიაგამანადგურებლები, საწვავის შემვსები და სადაზვერვო თვითმფრინავები, იღებდა მონაწილეობას.

IDF-ის ინფორმაციით, იერიშების სამიზნე ჰუსიტების კონტროლქვეშ მყოფი ობიექტები იყო, რომელსაც დაჯგუფება სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.

"IDF თავს დაესხა ელექტროსადგურებსა და პორტს, რომლებიც ნავთობის იმპორტისთვის გამოიყენება. მიზანში ამოღებული ინფრასტრუქტურითა და პორტით, ჰუსიტების რეჟიმს ირანული შეიარაღება და სამხედრო მარაგი, მათ შორის, ნავთობი, რეგიონში შეაქვს". - განაცხადა ისრაელის არმიამ.

ამასთანავე, IDF-მა დაამატა, რომ იერიშები ბოლო პერიოდში ჰუსიტების მხრიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების პასუხად მიიტანეს.

სოციალურ ქსელებში ჰუსიტების სამიზნეებზე ისრაელის იერიშების ამსახველი ვიდეოებიც ვრცელდება:

კომენტარები