ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, ლიკვიდირებულია ჰეზბოლას კიდევ ერთი მეთაური ნაბილ კაუკი.
კაუკი ლიბანის სამხრეთის დაჯგუფებების ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. ჰეზბოლაში ის შიდა უსაფრთხოებას ხელმძღვანელობდა.
ჰეზბოლას კაუკის სიკვდილი ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა მეთაურის სიკვდილის შესახებ მისი მიმდევრები სოციალურ ქსელებში წერენ.
27 სექტემბერს, ბეირუთზე ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპა ხასან ნასრალა, რომელიც 32 წლის განმავლობაში ჰეზბოლას ხელმძღვანელობდა.