რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

AP-ის ცნობით, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის

უკრაინის პპრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

გამოცემა Associated Press-ი ტრამპის საარჩევნო შტაბის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა არ არის დაგეგმილი.

წინა კვირას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპს სავარაუდოდ 26-27 სექტემბერს შეხვდებოდა.

"მთავარი დროის გამონახვაა. მომავალში არ ჩავიხედავ, მაგრამ მგონია, [შეხვედრა] ორივე ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი იქნება". - თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას, თუმცა AP-ის ცნობით, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა ჯერ კიდევ არ არის ჩანიშნული.

ზელენსკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 26 სექტემბერს თეთრს სახლში შეხვდება, სადაც იგი "უკრაინის გამარჯვების" გეგმას წარადგენს. მანამდე, 18 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი "გამარჯვების გეგმა", რომლის მიზანიც უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ქვეყნის გაძლიერება და "გაყინული კონფლიქტის" თავიდან არიდებაა, კონსულტაციების შემდეგ მზადაა.

ზელენსკის წინა თვეში პირობა დადო, რომ აღნიშნულ გეგმას აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარუდგენდა. ამასთანავე, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამ გეგმის წარდგენას იგი კამალა ჰარისთან და დონალდ ტრამპთანაც გეგმავდა.

კომენტარები