აშშ-ს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

კობახიძე ივანიშვილზე: ვერ ისწავლეს, რომ შანტაჟი არ მუშაობს და ვერც იმუშავებს

გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

თქვენ იცით, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ - მას აქვს გაყინული ევროპაში 2 მილიარდი დოლარი, თუმცა ახლა გრძელდება შანტაჟი უკვე სხვა ფორმით.

ვისმენთ მუქარას, ფორმალური სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ვერც ასე და ვერც ისე, ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ ამ მიზანს - თქვენ იცით, რომ მათ უნდათ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ გადაგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.

რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული - ვერც ახლა, ვერ ისწავლეს რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს ვერც წლების შემდეგ.

აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

20 სექტემბერს ამერიკის ხმის  მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.

აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის ხმას აშშ-ს მთავრობის მაღალი თანამდებობის ორმა პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ ორმა წყარომ დაუდასტურა.

კომენტარები