რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ფრედერიკსენი: დასავლეთმა რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა უნდა მოხსნას

დანიის პრემიერმინისტრის, მეტე ფრედერიკსენის თქმით, დასავლეთმა უნდა დაასრულოს ე.წ. წითელი ხაზების შესახებ დისკუსიები და მოხსნას შეზღუდვა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენებაზე. ამის შესახებ ფრედერიკსენმა Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩემი შეთავაზებაა, რომ დავასრულოთ დისკუსიები წითელი ხაზების შესახებ. ომის პარალელურად საჯარო დისკუსიები წითელი ხაზების შესახებ შეცდომა იყო, რადგან ეს უბრალოდ ძალიან კარგ მდგომარეობაში აყენებს რუსეთს. ყველაზე მნიშვნელობანი წითელი ხაზი მაშინ გადაიკვეთა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ წინაპირობას არასდროს მივიღებ და არასდროს მივცემ უფლებას, რომ ვინმემ რუსეთიდან გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა NATO-ში, ევროპაში ან უკრაინაში". - თქვა ფრედერიკსენმა.

ამასთან, დანიის პრემიერის თქმით, ის არ თვლის, რომ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მოკავშირეებს ომის მონაწილეებად აქცევს და ფრონტზე ესკალაციას გამოიწვევს.

"მუდმივი დისკუსიები მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რისი მიცემის უფლება გვაქვს [უკრაინისთვის]. მართლა კარგი იქნება, თუ დაყოვნებებს შევაჩერებთ. ვფიქრობ, რომ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას". - თქვა ფრედერიკსენმა.

კომენტარები