წინასაარჩევნო კამპანია

ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის თქმით, ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიისას თავს დაესხნენ

ანა წითლიძე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ენმ-ს დეპუტატმა ანი წითლიძემ მედიას განუცხადა, რომ მას და მის თანაგუნდელებს დღეს ზუგდიდში ქართული ოცნების წარმომადგენლები თავს დაესხნენ. 

"მოხდა ის, რომ ვარიგებდით საინფორმაციო ფლაერებს ჩვენსას და მოსახლეობას ვხვდებოდით, როდესაც 50-მდე ქართული ოცნების წევრი თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდებს, ფიზიკურად შემეხნენ მეც.

მოჰყვებოდა თეონა ქარდავა, რომელიც არის სუსის აგენტი, 20 ლარიანი. ის წინა წლებშიც მონაწილეობდა ესე, ოპოზიციონერებზე თავდასხმაში და ძირითადად სუსი იყენებდა ხოლმე ესეთი პროვოკაციებისთვის და რეალურად ეს არის, რაც მოაწყვეს და ეს არის, რაც შეუძლიათ მხოლოდ - ფიზიკური დაპირისპირება, მუქარა, ხელის გარტყმა. [...]

ფიზიკური დაპირისპირება იყო, ხელით შეეხნენ ახალგაზრდებს და ხელით შემეხნენ პირადად მეც და მოვუწოდებ ახლა შსს-ს, კანონის შესაბამისად იმოქმედოს". - თქვა წითლიძემ.

განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც გამოაქვეყნა.

"ქართული ოცნების ძალადობისა და საზოგადოების დაპირისპირების კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა. ზუგდიდში ოცნების დანაშაულებრივი ბანდა თავს დაესხა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ანი წითლიძესა და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებს იმ დროს, როდესაც ისინი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდნენ და მოქალაქეებს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამას აცნობდნენ" - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები