გიორგი ჩიკვაიძე

ორი შემზარავი ფაქტი მოხდა, ყველა გაიგებს სადამდე აქვს შეტოპილი ოცნებას რუსეთთან - ჩიკვაიძე

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ორი ფაქტი, რაც დაანახებს ქართველი ხალხის თუ "სადამდე აქვთ შეტოპილი რუს ოლიგარქებთან და რუსეთთან ურთიერთობაში" ქართული ოცნების წარმომადგენლებს.

ჩიკვაიძის თქმით, ერთი საქმე ეხება რუსი ოლიგარქებისთვის სანქციებისგან თავის არიდების სპეცოპერაციას, ხოლო მეორე - "პიროვნებას, რომელიც დღეს ღუპავს ამ ქვეყანას".

"შემზარავი ფაქტი მოხდა, რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში მთელი ქვეყანა გაიგებს. ასეთი არის ორი უმძიმესი ფაქტი [...] [ამ საქმეების გასაჯაროება] იქნება ძალიან მიზანმიმართული, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ გადავარჩინოთ დაღუპვას და ყველამ გაიგოს ეს ხალხი ვინ არის და სადამდე აქვთ შეტოპილი რუს ოლიგარქებთან და რუსეთთან ურთიერთობაში.

ერთ საქმე ეხება რუსი მაღალი რანგის ოლიგარქებისთვის სანქციებისგან თავის არიდების სპეცოპერაციას, ხოლო მეორე საკითხი ეხება პიროვნებას, რომელიც დღეს ღუპავს ამ ქვეყანას და [ივანიშვილიც] მონაწილეა ამ ყველაფერში". - თქვა ჩიკვაიძემ.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებები სიცრუე და საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობაა, "სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მიზნით".

12 სექტემბერს ტვ პირველის ეთერში, ჩიკვაიძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა, თხოვნის შეუსრულებლობის გამო, მის დაშანტაჟებას, რაშიც, ჩიკვაიძის თქმით, ჩართული იყო პროკურატურაც.

კომენტარები