Watergate

2024 წლის ბოლოს ბერლინში კლუბი Watergate-ი დაიხურება

ცნობილი ბერლინური კლუბი Watergate-ი მიმდინარე წლის ბოლოს დაიხურება. ინფორმაციას კლუბის თანადამფუძნებელი RA-სთან საუბარში ადასტურებს.

22 წლის შემდეგ კლუბის დამფუძნებლებმა და მმართველმა გუნდმა დახურვის გადაწყვეტილება ფინანსური სირთულეების გამო მიიღეს. Watergate-ის წარმომადგენლების თქმით, კლუბის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხარჯები უბრალოდ ზედმეტად გაიზარდა.

"სამწუხაროდ, ინფლაციის რეალობამ, ენერგოკრიზისმა, გაზრდილმა ფასებმა და ქალაქის ცენტრში მდებარე ჩვენი მშვენიერი ადგილის ქირის მაღალმა გადასახადმა აქამდე მოგვიყვანა. ჩვენ დავდექით უდიდესი ფინანსური ზეწოლის წინაშე, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ არ გავაგრძელოთ კლუბის იჯარა". - აღნიშნა Watergate-ის თანადამფუძნებელმა, ულრიხ ვომბახერმა RA-სთან.

ამასთან, ვომბახერის თქმით, ფინანსურ ფაქტორთან ერთად კლუბის დახურვის კიდევ ერთი მიზეზი უფრო მასშტაბური ივენთებისა და ფესტივალების პოპულარობის გაზრდაა.

ფიზიკური სივრცის დახურვის მიუხედავად, ფუნქციონირებას გააგრძელებს კლუბის ლეიბლი Watergate Records-ი.

კომენტარები