მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დეზინფორმაციის გავრცელებაზე და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელ 4 და სავიზო შეზღუდვა კიდევ 60 ქართველ პირს დაუწესა. ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს აშშ მხარს ყოველთვის დაუჭერს.
აშშ-ს სანქციები
შაჰინი სანქციებზე: აშშ ქართველი ხალხის დემოკრატიისკენ მისწრაფებებს მხარს ყოველთვის დაუჭერს
tbl.ge/6wjq
დაკოპირდა

ასე ეხმაურება თავის X-ზე აშშ-ს სენატორი ჯინ შაჰინი აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ახალ სანქციების პაკეტს.
16 სექტემბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს 60-ზე მეტ ქართველ პირსა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებლები, ან თანამონაწილეები არიან.
აშშ-ს სანქციებისენატორი ჯინ შაჰინისაქართველო-აშშაშშ-ს სახაზინო დეპარტამენტიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
ამავე თემაზე
- რუხაძე: აშშ ვერ დამასანქცირებს, მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს
- აშშ-მ ორბანის ადმინისტრაციის უფროსი ანტალ როგანი მაგნიტსკის სიით დაასანქცირა
- კალაძე, მდინარაძე, ოხანაშვილი, სამხარაძე სანქცირებულთა შორის არიან - ფორმულა
- კალაძე ივანიშვილზე: გული მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ეს ადამიანი, რა პრინციპების კაცია
- კალაძე: ვერავინ დამაშანტაჟებს სანქციებით, როდესაც ქვეყნის ინტერესს ეხება საქმე




