რუსეთი

რუსეთში სკოლის მოსწავლე თანასკოლელებს და მასწავლებლებს ჩაქუჩით თავს დაესხა

Commersant.ru

ჩელიაბინსკში, 68-ე სკოლის 13 წლის მოსწავლემ სკოლაში ჩაქუჩი მიიტანა, და თანაკლასელებსა და მასწავლებლებს თავს დაესხა.

სხვადასხვა წყაროების ცნობით მოსწავლეს ჩაქუჩის გარდა დანა და პნევმატური იარაღი ჰქონდა. 

თავდასხმა ბიოლოგიის კაბინეტში მოხდა. ახალგაზრდა ოთახში შევიდა და თანატოლ გოგოებს დაესხა თავს. მოსწავლის შეჩერება მასწავლებელმა სცადა, მან დაზიანებები მიიღო.

შემთხვევას გამოეხმაურა ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორი ალექსეი ტექსლერი:

"ძალიან დიდი კითხვაა, თუ როგორ შეიტანა მოსწავლემ სკოლაში ჩაქუჩი. მივეცი დავალება სამართალდამცავ ორგანოებს, განათლების სამინისტროს, ქალაქის ადმინისტრაციას და ბავშვთა უფლებების საკითხებში რწმუნებულს სასწრაფოდ გაერკვნენ სიტუაციაში". 

ბოლო მონაცემებით თავდასხმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები