დღეს, 16 სექტემბერს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან მდებარე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძის დასკვნითი სასამართლო გაიმართა, სადაც მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
შანიძე მიმდინარე წლის 8 მაისს დააკავეს. მას სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით ედავებოდა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



