არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ანტი-NGO კანონების მოდელი პირველად ვლადიმირ პუტინის მიერ შეიქმნა.მას შემდეგ, რუსეთის ანტი-NGO კანონი მსოფლიოს გარშემო რეპრესიულ ადგილებში მოდელად გამოიყენება.
აზერბაიჯანისა და ბელარუსის მსგავს ქვეყნებში დიქტატორები იყენებენ კანონმდებლობას ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის და სივრცის დახურვისთვის სიტყვის იმ მცირე თავისუფლებისთვის, რომელიც ერთ დროს არსებობდა.
კანონები, რომლებიც მთავრობის ვოჩდოგებისა და დემოკრატიის მებრძოლების კრიმინალიზებას ახდენს, აზრთა სხვადასხვაობის გასანადგურებლად და კორუმპირებული მმართველების შემოწმებისგან ფარად გამოიყენება. [...]
განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ საქართველოზე. ევროკავშირის ცხადი განცხადებების მიუხედავად, რომ იმ კანონის მიღება, რომელიც შეზღუდავდა NGO-ების საქმიანობას, წევრობის გზაზე წინსვლას შეაჩერებდა, საქართველოს მთავრობამ ეს მაინც გააკეთა.
მოხარული ვარ, რომ აშშ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პოლიტიკას ახორციელებს და მხარს ვუჭერ აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით.
სენატორი შაჰინი და მე მოხარული ვიყავით ვწვეოდით საქართველოს 2012 წელს, როდესაც პირველ ნამდვილად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვაკვირდებოდით. ვფიქრობ, ორივენი ძალიან მოხარულები ვიყავით იმით, რაც მოხდა და იმით, როგორც იქნა ეს მიღებული.





