იორდანიის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისლამისტურმა ოპოზიციურმა პარტიამ მნიშვნელოვანი უპირატესობა და, ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარლამენტის 138 ადგილიდან 31 ადგილი მოიპოვა.
ისლამისტურმა პარტიამ (IAF), რომელიც რეგიონულ ისლამისტურ ორგანიზაციის, მუსლიმური საძმოს ერთ-ერთი პოლიტიკური ფრთაა, იორდანიის პარლამენტის ყველაზე დიდი მანდატი მოიპოვა.
ისლამისტური პარტიისთვის ეს აქამდე უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგია.
იორდანიაში პალესტინელი მოსახლეობის დიდი რიცხვი ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა და ისრაელთან ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს, IAF-მა მაინც შეძლო რეგიონში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვა.





