თეა გოდოლაძე

გოდოლაძე: აშშ-ს $95-მილიონიანი დახმარების შეჩერება ჩვენს ინსტიტუტს არ შეეხება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, აშშ-ის მიერ $95-მილიონიანი დახმარების შეჩერება (რომელიც განკუთვნილი იყო საქართველოს მთავრობისთვის) დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსიტუტს და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრს არ შეეხება.

"ილიას სახელმწიფო უნივევრსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სახელით მსურს გაცნობოთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

მივიღეთ დამატებითი განმარტება, რომ 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობისათვის დაპაუზებულია. ეს არ შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, რადგან აშშ-ში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ ისინი ეჭვ ქვეშ არ აყენებენ, როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შეუფერხებელ მუშაობას.

ამიტომ მიყვარს ეს ქვეყანა. 25 წელი ერთად ვაშენეთ არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სეისმური ინფრასტრუქტურა და ზუსტად ვიცი, რომ ისინი საქართველოს არასდროს გასაჭირში არ მიატოვებენ". - წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.

9 სექტემბერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ აშშ-მ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეუჩერა.


აქამდე, 31 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი $95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერება გამოაცხადა.

 

კომენტარები