რაც შეეხება ქართული ოცნების სიას, ივანიშვილის ამ სიაში ყოფნა ნიშნავს, რომ მათ ძალიან ეშინიათ დამარცხების. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ქართული ოცნების სიაში, ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს უარის თქმას ევროპისთვის, კეთილდღეობისთვის და 14 მილიარდიანი დახმარებისთვის საქართველოსთვის. შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან და ქართული ოცნების სიაში მყოფი ჩვენი ოლიმპიელებიც დაუბრუნდნენ იმ საქმის კეთებას რაც გამოსდით და კარგად იციან.
ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ნიშნავს კი ევროპას, კი 14 მილიარდიან დახმარებას საქართველოსთვის, კი კეთილდღეობას, კი ერთიანობას.
ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა კი ნიშნავს დაყოფას, სიღატაკეს, მეტ ემიგრაციას და დაცლილ საქართველოს.
არჩევნები 2024
მანჯგალაძე: მნიშვნელობა არ აქვს ვინაა სიაში, ოცნებისთვის ხმის მიცემა არის უარი ევროპაზე





