ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში იმ ხალხს, ვინც დღეს ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდა და ის ხალხი, ვინც ჩვენ ტელევიზორიდან გვიყურებდა - მადლობა მათ და ჩვენ ეს შევძელით დღეს, მაგრამ ამით არ ვჩერდებით; ვიცით, რომ 1 თვეში მოგვიწევს უკან დაბრუნება და უფრო მაღალ დონეზე უნდა შევძლოთ უკრაინასთან თამაში.
ალბათ ბავშვობაში რომ ეთქვათ, შეგეძლო გოლების გატანა ეროვნულ ნაკრებში არავის არ დავუჯერებდი პოზიციიდან გამომდინარე, მაგრამ არასდროს არ უნდა დანებდე, ყოველთვის შენი თავის უნდა დაიჯერო, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება.
მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელი დღე დადგა და ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდები არც მე და არც ჩემი გუნდელები - ამის საშუალებას არც მე არ მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ.





