32 წლის ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა, სელენა გომესმა, Vanity Fair -თან ინტერვიუში თქვა, რომ შვილების გაჩენა არ შეუძლია და ამის გამო უკვე "იგლოვა".
"ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ სამწუხაროდ შვილების გაჩენა არ შემიძლია. მაქვს ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა, რის გამოც, ორსულობის შემთხვევაში, ჩემი და ნაყოფის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იქნება". - თქვა სელენამ.
მომღერალს აქამდეც არაერთხელ უსაუბრია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მას 2020 წელს ბიპოლარული აშლილობა დაუდგინდა. 2017 წლის სექტემბერში კი, სელენა გომესს თავისმა მეგობარმა, ფრანჩია რაისმა, თირკმელი გადაუნერგა. ეს საჭირო გახდა მომღერლის ქრონიკული დაავადების - მჭამელას გამო.





