ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს სელენა გომესს ბიპოლარული აშლილობა დაუდგინდა.
გომესმა მეგობარ მაილი საირუსთან ერთად ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც დიაგნოზის შესახებ ისაუბრა.
"ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ ფსიქიატრიულ დაწესებულებას მივმართე..., განვიხილეთ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები და მივედით იმ აზრამდე რომ ბიპოლარული აშლილობა მაქვს. ფაქტის წინაშე დამაყენეს, მაგრამ არ შემშინებია,"-ამბობს მომღერალი.
ბოლო პერიოდში გომესმა ალბომი Rare გამოუშვა და ვუდი ალენის უკანასკნელ ფილმში A Rainy Day in New York ითამაშა.