აფგან მუხთარლის გატაცება

მუხთარლი: არ მჯერა, რომ ჩემს საქმეს გამოიძებენ, სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში

მე არ მჯერა, რომ ვიდრე ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, ეს საქმე იქნება გამოძიებული, რადგან ივანიშვილი ჩემი გატაცების თანამონაწილეა.

ამის შესახებ საჯაროდ ილაპარაკა სუს-ის იმ მაღალჩინოსანმა, რომელიც ახლა ციხეშია, რომ ბრძანება ივანიშვილისგან მოდიოდა. მაგრამ არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში დემოკრატიული მთავრობა მოვა, ის აუცილებლად გამოიძიებს ამ საქმეს,

ჩემს გარდა თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ახლა რუსეთის ციხეშია კიდევ ორი რუსი ოპოზიციონერი. შემდეგ იყო ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სადიგოვი. 

ეს შემთხვევით არ ხდება - ივანიშვილის ბრძანებების გარეშე ეს არ მოხდება.

მას შემდეგ, რაც მე სამი გამტაცებლიდან ერთ-ერთი ამოვიცანი, მივედი პროკურატურაში წელიწადნახევრის წინ, დავასახელე მისი ვინაობა, გამოძიებამ კი არაფერი გააკეთა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.

პროკურატურა არც კი მპასუხობს ტელეფონზე: რა ეტაპზეა გამოძიება და რა დაადგინეს. ეს ადასტურებს, რომ ამ სისტემას არ უნდა ამ საქმის გამოძიება, რადგან გატაცების თანამონაწილეები თავად არიან.

თქვა აფგან მუხთარლიმ TV პირველთან ინტერვიუში. TV პირველის თარგმანი. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე მოიგო. ორივე სახელმწიფოს ჯამში მისთვის 21 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

კომენტარები