რუსული რეჟიმი

მდინარაძე: რაც ვერ მოახერხეს დამპყრობლებმა, 2-3 თაობაში შეიძლება მოახერხოს ლგბტ პროპაგანდამ

ათასჯერ გავიმეორებ და მყარად ვიდგები ამ სიტყვების სინამდვილეში, რომ რაც ვერ მოახერხეს სხვადასხვა დამპყრობლებმა საქართველოში, სულ 2-3 თაობაში შეიძლება მოახერხოს ლგბტ პროპაგანდამ, ყველა სტატისტიკური მონაცემი ამაზე მეტყველებს. 

შესაბამისად, ეს გამოწვევა კი არა რის, ეს არის უპირველესი ეროვნული, უპირატესი ამოცანა, რომ შევეწინააღმდეგოთ იმ რაღაცას, რამაც 2-3 თაობაში შეიძლება ერი გაანადგუროს. 

თქვა ქართული ოცნების აღ,ასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ  "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით. 

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს დღეს, 4 სექტემბერს უყრიან.

კომენტარები