არჩევნები 2024

ბოკუჩავა: ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, თუ ვირჩევთ სიღატაკეს იზოლაციაში? არჩევანი მარტივია

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავანულებთ საპენსიო სესხებს. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ყველა პენსიონერს ჰქონდეს ღირსეული პენსია, რომელიც უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1 000 ლარს. [...]

ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა იქნება ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა. [...]

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დავნერგავთ ბავშვთა უფასო კვებას ყველა საჯარო სკოლაში. ეს საპილოტე პროგრამა უკვე წარმატებით ხორციელდება წალენჯიხაში, სადაც გუშინ მე და გიორგი ჩვენს გუნდთან ერთად ვიმყოფებოდით. [...]

ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ქართველი დედები და ბებიები, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ქართული ოჯახები და სწორედ ამისთვის შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის 1-მილიარდიანი ემიგრანტების ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს იძულებით ემიგრაციაში მყოფი ყველა მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებას იმისთვის, რომ ყველა დედას და ბებიას ჰქონდეს ახალი სტარტის და უკეთესი პერსპექტივის შანსი.

ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, თუ ვირჩევთ სიღატაკეს იზოლაციაში?! არჩევანი მარტივია, რადგან ივანიშვილის პირობებში ჩვენს ქვეყანას ემუქრება საერთაშორისო იზოლაცია, რომელიც მხოლოდ სიღატაკეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით და უმოკლეს დროში ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული, სრულფასოვანი წევრი. მე მჯერა, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები სწორედ ევროპულ კეთილდღეობას აირჩევენ.

თქვა კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და ენმ-ს თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კოალიციის კიდევ ერთ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად საარჩევნო დაპირებების პრეზენტაციისას.

კომენტარები