საქართველოს საპატრიარქო

ბოკუჩავა: საპატრიარქო ყოველთვის რწმენის სადარაჯოზე იქნება

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის რწმენის სადარაჯოზე იდგება და მთავრობასთან წინასაარჩევნო გარიგებებზე უარს იტყვის.

"საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის საქართველოს მოქალაქეების, მართლმადიდებელი ეკლესიის, რწმენის სადარაჯოზე იქნება და უარს იტყვის ყოველგვარ წინასაარჩევნო, პროპაგანდისტულ, ბინძურ გარიგებებზე ხელისუფლებასთან, რომლის ლიდერი, თავად კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილი, მორიგ ჯერზე ცდილობს, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე სათუთი და ძვირფასი რამ, ჩვენი რწმენა ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს". - თქვა ბოკუჩავამ.

არჩევნებამდე 2 თვით ადრე ივანიშვილის რეჟიმმა ეკლესიას სახელმწიფო სტატუსი შესთავაზა, თუმცა ეკლესიისგან უარი მიიღო.

უარის შემდეგ ხელისუფლება და ეკლესია წინასაარჩევნო გზავნილზე შეთანხმდნენ: საქართველოს კონსტიტუციაში არსებული სიმბოლური ჩანაწერი ეკლესიის შესახებ უნდა შეივსოს. როგორც პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, საუბარი შეეხება სიმბოლურ დანამატს.

"მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ დავთანხმდით არის ის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი, განმსაზღვრელი ან საფუძველი - ასეთი ჩანაწერი იქნება, მაგრამ საბოლოო ვერსიაზე კიდევ შევთანხმდებით ერთმანეთთან [...] აბსოლუტური თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაიწეროს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში და მართლმადიდებლობაში". თქვა ზვიადაძემ.

პროტოპრესვიტერი ასევე ამბობს, რომ ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს. 

„საქართველოს სახელმწიფო აღიარებს საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და დაემატება "თანამედროვებაში”- ამბობს პროტოპრესვიტერი. 

კომენტარები