რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, დაშავებულთა კი 97-მდე

Syniehubov on Telegram

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, გუშინ, 30 აგვისტოს რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა. დაღუპულია 7 ადამიანი.

"განახლებული ინფორმაციით ხარკოვზე მტრის დარტყმის შედეგად ამ დროისთვის დაშავებულია 97 ადამიანი, მათ შორის 22 არასრულწლოვანი". - დაწერა სინეგუბოვმა Telegram-ზე.

30 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, ინდუსტრიალნის რაიონში მდებარე 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, რამაც ადგილზე ხანძარი გააჩინა და 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

ინდუსტრიალნის გარდა, რუსებმა იერიში ნემიშლიანსკის რაიონზეც მიიტანეს, რომლის შედეგადაც, როგორც ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ტელეგრამზე წერს, 14 წლის გოგო დაიღუპა.

ხარკოვის ოლქის დასახლებებზე ოკუპანტების თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მაისში ოლქზე ახალი ტრანსსასაზღვრო შეტევა წამოიწყეს

კომენტარები