რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის საპასუხოდ, უკრაინამ ბელგოროდზე იერიში მიიტანა

Vyacheslav Gladkov/Telegram

30 აგვისტოს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვის საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ტელეგრამზე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

გლადკოვის თქმით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 5, ხოლო დაშავებულია 37 ადამიანი. გუბერნატორის ინფორმაციითვე, რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდნენ და საჰაერო ძალებმა რამდენიმე რაკეტა ქალაქთან მოახლოებისას ჩამოაგდეს. 

დაბომბვის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, მანქანა, კერძო სახლი და კომერციული ობიექტი. 

ცნობისთვის, ამავე დღეს, 30 აგვისტოს დღის საათებში რუსეთმა ხარკოვი დაბომბა. იერიშის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის, 14 წლის გოგონა, დაშავდა 47. 

კომენტარები