რუსეთი

რუსული ტელეარხი ჯო ბაიდენზე სერიალს გადაიღებს

დიმიტრი დიუჟევი ბაიდენის როლში

რუსული ტელეარხი THT აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე სერიალს გამოუშვებს, სახელად "ნახვამდის". სერიალში ბაიდენი რუსეთში ჩადის, რათა გაიგოს, "თუ რატომ არ მუშაობს მისი სანქციები რუსების წინააღმდეგ" და "რუსული სული შეიცნოს". ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება

"[ჯო ბაიდენი] საკუთარ დოკუმენტებს პირველივე დღეს კარგავს, თუმცა ახალ მეგობარს პოულობს - ნამდვილ რუს პატრიოტს. ახლა ბაიდენი იძულებულია ხრუშოვის პერიოდის ბინაში იცხოვროს და ინგლისურის მასწავლებლად იმუშაოს, რათა ახალი დოკუმენტებისთვის ფული შეაგროვოს და ამერიკაში დაბრუნდეს" - რუსულ მედიაზე დაყრდნობით, წერია პროექტის აღწერაში. 

ბაიდენის როლს რუსი მსახიობი დმიტრი დიუჟევი შეასრულებს

სერიალის საპილოტე ეპიზოდის სცენარს რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Медиазона აქვეყნებს

ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთმა გამოუშვა სერიალი, რომელშიც Deepfake ჯეისონ სტეტჰემი (ამერიკელი მსახიობი) რუსეთით ისე განცვიფრდება, რომ იქ საცხოვრებლად გადავა და საკუთარ "დაჩაში" ჰოლივუდელ კოლეგებს, Deepfake კიანუ რივზს, მარგო რობისა და რობერტ პატინსონს დაპატიჟებს. 

კომენტარები