საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ქართული ოცნების მხრიდან შეთავაზება იყო კონსტიტუციურ ჩანაწერზე, ამიტომ ამ ჩარჩოში იქნება განხილვები.
ჯაღმაიძე ასევე განმარტავს, რომ დღეს შეხვედრას ქართული ოცნების წარმომადგენლები არ დაესწრებიან.
დღეს, 29 აგვისტოს, ეპისკოპოსები საპატრიარქოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განსახილველად კვლავ შეკრიბეს.
ხელისუფლებამ არჩევნებამდე 2 თვით ადრე ეკლესიას სახელმწიფო სტატუსი შესთავაზა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია წარსულში ეწინააღმდეგებოდა.





