ტაიფუნი იაპონიაში

იაპონია ტაიფუნს ებრძვის, წვიმებით და ქარბუქით გამოწვეულ მეწყერს 3 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონია უკანასკნელ ათწლეულებში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტაიფუნს ებრძვის. კოკისპირულმა წვიმებმა და ქარბუქმა, რომლის სიჩქარეც 252 კმ/სთ-ს აღწევს, ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ ნაწილი დააზარალა.

ტაიფუნის შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავებულია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კუნძულ კიუშუზე, რომელიც შტორმმა ყველაზე მეტად დააზიანა, 255 000-მდე საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამავდროულად, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში გაუქმებულია 700-ზე მეტი ფრენა.

კომენტარები