მამა ანდრია ჯაღმაიძე

ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ ეკლესიის როლი კიდევ უფრო გამყარდეს – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურვილი აქვს, ეკლესიის როლი და სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს "ფასეულობების, ტრადიციების და ქრისტიანული ღირებულებების დაცვის" მიმართულებით.

"ეს შემოთავაზება უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ ეკლესიის როლი და სტატუსი უნდა იყოს კიდევ უფრო გამყარებული, რათა სწორედ ამ მიმართულებით, რაც შეეხება ფასეულობების, ტრადიციების და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას კიდევ უფრო შეეწყოს ხელი.

რაც შეეხება ფორმულირებას, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს არ არის ყველაზე უფრო მთავარი, არ არის პრინციპული და არც ასე მკაცრად არ დგას საკითხი". - თქვა ჯაღმაიძემ.

ფორმულას ინფორმაციით, ქართულ ოცნებას სურს, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ოფიციალურად გამოცხადდეს.

კომენტარები