ანდრია ჯაღმაიძე: გთხოვთ თავი შეიკავეთ საყვედურებისაგან, რადგან ყველაფერი არ ჩანს ზედაპირზე

ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს დაშავებულები საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მოინახულეს, უბრალოდ არ გაუსაჯაროვებიათ.

მან სასულიერო პირების საავადმყოფოებში ვიზიტის ფოტოებიც გაავრცელა და ადამიანებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საყვედურებისგან.

"იწერება საყვედურიანი პოსტები, თითქოს საპატრიარქომ უყურადღებოდ დატოვა აქციაზე დაზარალებილი ადამიანები.

ყველამ გავითვალისწინოთ, რომ ეკლესია თავის მსახურებას აღასრულებს ზედმეტი გახმაურების გარეშე. არც იქნებოდა ლამაზი ეკლესიისაგან ყველა კეთილი საქმე გაგვეხმაურებინა. ამ ჯერზეც შემთხვევით გადაღებულ ფოტოებს ვავრცელებ, მხოლოდ იმისათვის რომ ტყუილმა არ დააბრკოლოს ვინმე. სასულიერო პირებმა მიონახულეს მრავალი დაზარებული და რა თქმა უნდა, თავად არ ისურვეს დაეფიქსირებინათ ეს ფაქტი. გთხოვთ თავი შეიკავეთ საყვედურებისაგან, რადგან ყველაფერი არ ჩანს ზედაპირზე", - დაწერა ჯაღმაიძემ ფეისბუქზე.

დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვლმა ილია მეორე პარლამენტის ახალი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიღებისთვის გააკრიტიკა და ფეისბუქზე დაწერა, რომ "იქნებ სჯობდა, პატრიარქს ბიძინასგან თვალგამოთხრილი ახალგაზრდები მოენახულებინა".

კომენტარები