რუსული კანონი

კორძაია: ვეცდებით, დავუსაბუთოთ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის სრულად ამოქმედების რისკები

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე პირველი სხდომა 29 აგვისტოს გაიმართება, ერთიანობის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძიას თქმით, კანონის სრულად შეჩერების გარდა ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება იქნება რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება. 

"თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ შეაჩერებს კანონის მოქმედებას, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის და საქართველოს დემოკრატიისთვის.

ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური ან არ იქნება სრულად კანონის შეჩერების თაობაზე მიღებული, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ხვალ ყველანაირად ვეცდებით დავუსაბუთოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ის რისკები, რაც მოჰყვება კანონის სრულად ამოქმედებას". - თქვა კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი სარჩელია შესული: საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის.

კომენტარები