რუსული კანონი

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი რუსულ კანონზე წარმოებაში მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili/Facebook

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სარჩელი რუსულ კანონზე წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქმე განსახილველად პლენუმს გადაეცა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი არსობრივად და ფუნქციონალურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დადგენილია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირების მნიშვნელოვანი მიზანი. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ადგენს: "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად." - წერია სარჩელში.


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივლისს შეიტანა. 

17 ივლისს, რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 121-მა NGO-მ და მედიაორგანიზაციამ.

კომენტარები