რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

თეთრმა სახლმა დაგმო რუსეთის საჰაერო იერიში, რომელსაც Reuters-ის თანამშრომელი ემსხვერპლა

Reuters-ის გუნდის წევრი, 38 წლის რაიან ევანსი, რომელიც უკრაინაში რუსეთის საჰაერო იერიშს ემსხვერპლა
REUTERS/Staff/File Photo

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, შონ სავეტმა X-ზე განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა დაგმო უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიში, რომლის შედეგადაც გამოცემა Reuters-ის თანამშრომელი დაიღუპა, ორი ჟურნალისტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამას გარდა, თეთრმა სახლმა მომხდარის გამო Reuters-ს მიუსამძიმრა.

"ჩვენ ყველაზე მტკიცე სიტყვებით ვგმობთ ამ თავდასხმას და ჩვენს თანაგრძნობას Reuters-ს ვუზიარებთ ერთ-ერთი მათგანის დაღუპვის გამო". - წერს შონ სავეტი.

25 აგვისტოს უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რუსეთის საჰაერო იერიშს გამოცემა Reuters-ის გუნდის წევრი, რაიან ევანსი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ 2 ჟურნალისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ევანსი, რომელიც სააგენტოს მრჩეველი იყო უსაფრთხოების საკითხებში, რუსეთს სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა, რომელიც სასტუმრო Сапфир-ს მოხვდა. Reuters-ის თქმით, აღნიშნულ სასტუმროში გამოცემის 6-კაციანი გუნდი რჩებოდა.

გამოცემის ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ჟურნალისტიდან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო.

იერიშში დაღუპული 38 წლის ევანსი Reuters-ში 2022 წლიდან მუშაობდა და მსოფლიოში უსაფრთხოების მხრივ ჟურნალისტების მრჩეველი იყო უკრაინაში, ისრაელსა და ასევე პარიზის ოლიმპიადაზე.

კომენტარები