რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თანახმად, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების დოქტრინას ცვლის და აზუსტებს. ამის შესახებ მან იემენის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ამერიკელები მესამე მსოფლიო ომის შესახებ საუბარს [...] ერთმნიშვნელოვნად აკავშირებენ რაღაცასთან, რაც შეიძლება - ღმერთმა არ ქნას, რომ ეს ახდეს - მხოლოდ და მხოლოდ ევროპას შეეხოს. [..] ამ სიტუაციაში კი ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ჩვენ ჩვენი დოქტრინა გვაქვს, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების დოქტრინა, რომელიც, სხვათა შორის, ახლა ზუსტდება და რომლის შესახებაც ამერიკელმა მოღვაწეებმა ძალიან კარგად იციან". - თქვა ლავროვმა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრების ყრილობაზე თქვა, რომ რუსეთმა აშშ-ს საპასუხოდ ბირთვული შესაძლებლობის მქონე საშუალო და მცირე მანძილის სარაკეტო სისტემების წარმოება და, შესაძლოა, განლაგებაც, უნდა დაიწყოს.





