76 წლის ასაკში შვედი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი სვენ-გორან ერიქსონი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პანკრეასის სიმსივნე გახდა, რომელიც შვედ სპეციალისტს 2024 წლის დასაწყისში დაუდგინეს.
საფეხბურთო კარიერა ერიქსონმა 1964 წელს, კლუბ ტორსბიში დაიწყო. 1973 წლამდე თამაშობდა შვედურ კლუბებში, როგორც ფეხბურთელმა წარმატებას ვერ მიაღწია.
1977 წლიდან მწვრთნელობას მიჰყო ხელი. მის მიერ გაწვრთნილ გუნდებს შორის არის ბენფიკა, რომა, ფიორენტინა, სამპდორია, ლაციო, მანჩესტერ სიტი, ლესტერი, მექსიკისა და ინგლისის ნაკრებები. მისი ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა 67-დან 40 მატჩი მოიგო და 17 ფრე ითამაშა.
სხვადასხვა წლებში, როგორც მწვრთნელს მოგებულია აქვს სერია A, იტალიის თასი, თასების მფლობელთა თასი, UEFA-ს სუპერთასი.