უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რუსეთის საჰაერო იერიშს გამოცემა Reuters-ის გუნდის წევრი, რაიან ევანსი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ 2 ჟურნალისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ევანსი, რომელიც სააგენტოს მრჩეველი იყო უსაფრთხოების საკითხებში, რუსეთს სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა, რომელიც სასტუმრო Сапфир-ს მოხვდა. Reuters-ის თქმით, აღნიშნულ სასტუმროში გამოცემის 6-კაციანი გუნდი რჩებოდა.
გამოცემის ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ჟურნალისტიდან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო.
იერიშში დაღუპული 38 წლის ევანსი Reuters-ში 2022 წლიდან მუშაობდა და მსოფლიოში უსაფრთხოების მხრივ ჟურნალისტების მრჩეველი იყო უკრაინაში, ისრაელსა და ასევე პარიზის ოლიმპიადაზე.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სასტუმროს რუსული Искандер-ის ტიპპის რაკეტა მოხვდა.
გამოცემა Reuters-ის თქმით, მათ ჯერჯერობით არ გადაუმოწმებიათ, იყო თუ არა აღნიშნული რაკეტა რუსეთის მიერ გაშვებული და იყო თუ არა ეს შენობაზე მიზანმიმართული დარტყმა.





