ირანული სამთავრობო მედია IRNA-ის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ირანს ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობისთვის ისრაელის წინააღმდეგ პასუხის გაცემის უფლება აქვს.
31 ივლისს ჰამასის ლიდერი ჰანია თეირანში მოკლეს, რაშიც ირანი ისრაელს ადანაშაულებს. ირანის მხარის თქმით, ეს ქმედება "ირანის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უპატიებელი დარღვევა იყო" და რომ "აგრესორის დასჯა ირანის უფლებაა".
ამ დრომდე ისრაელს ჰანიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა არც უარუყვია.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ არაღჩის თანამდებობაზე დანიშვნაზე მისალოცად დაურეკეს.





