არჩევნები 2024

ცისკარიშვილი ოცნების განცხადებაზე: ენმ არის იდეა, ხალხი და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

ისედაც არიან რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ბელარუსის ბანაკში მოთავსებულები - სამწუხაროდ, ქართულ სახელმწიფოს აქეთ მიაქანებენ, რაც ნამდვილად არ გამოუვათ, რადგან 26 ოქტომბრამდე სულ ცოტა დრო დარჩა და მათი ხელისუფლებაში ყოფნა დასრულდება. აქედან გამომდინარე, ისინი უბრალოდ ვერ მოასწრებენ და ეს არ გამოუვათ. 

თუმცა, როცა ასეთ განცხადებას აკეთებენ, ერთი რაღაც უნდა ესმოდეთ - მათ მთავარი ამბავი არ ესმით, რომ პარტიები, იგივე ნაციონალური მოძრაობა არ არის რაღაც საბუთები, წესდება და იუსტიციაში გატარებული და რეგისტრირებული დოკუმენტაცია. ეს არის იდეა, ხალხი და ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების განცხადებას ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი. მმართველი პარტია წერს, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ იმისთვის, რათა ენმ და "ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია" არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ.

კომენტარები