იახტის ჩაძირვა

იახტის ჩაძირვის შედეგად დაკარგულთა შორის, ბრიტანელი ბიზნესმენი და Morgan Stanley-ს თავმჯდომარე არიან

სიცილიაში, პალერმოსთან ახლოს ძვირადღირებული იახტის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, მათ შორის არიან ბრიტანელი ბიზნესმენი, მაიკ ლინჩი და მისი 18 წლის შვილი. ასევე, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს თავმჯდომარე, ჯონათან ბლუმერი და მისი ცოლი.

იახტაზე სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა ამ დრომდე 15 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, მათგან 8 საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის, ერთი წლის ბავშვიც.

იახტა, რომელზეც ბრიტანეთის, ირლანდიის, აშშ-ს, კანადისა და შრი ლანკის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, 19 აგვისტოს ქალაქ პალერმოსთან ახლოს ზღვაზე წარმოქმნილ ქარბორბალაში მოყვა, შედეგად კი ჩაიძირა.

სიცილიის სანაპიროზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები