დასავლეთ სანაპირო

თეთრი სახლი ისრაელს დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის შესაჩერებლად მოქმედებისკენ მოუწოდებს

Getty Images

თეთრმა სახლმა დასავლეთ სანაპიროზე მოსახლეების ძალადობა დაგმო და ისრაელს ძალადობის შესაჩერებლად მოქმედებისკენ მოუწოდა

"მოძალადე მოსახლეების მხრიდან თავდასხმები პალესტინელი მოსახლეობის მიმართ დასავლეთ სანაპიროზე მიუღებელია და უნდა შეჩერდეს. ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები ყველა საზოგადოების დასაცავად. ეს გულისხმობს ინტერვენციასაც ასეთი ძალადობის შესაჩერებლად და ყველა მოძალადის პასუხისგებაში მიცემას" - თქვა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა. 

15 აგვისტოს ათობით ისრაელელი მოსახლე დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე სოფელ ჯიტში მცხოვრებ პალესტინელებს თავს დაესხა და სოფლის გადაწვა სცადეს. თავდასხმის დროს ერთი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო ჯანდაცვის პალესტინელი მაღალჩინოსნების თქმით, კიდევ 25 პირი დაშავდა. დამწვარია ოთხი სახლი და ექვსი მანქანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, მათ მომხდართან დაკავშირებით ისრაელის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ამ "მძიმე" თავდასხმაში მონაწილეობა მიიღო. მათი თქმით, ეჭვმიტანილი პოლიციას უკვე გადასცეს. IDF-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ათეულობით მოსახლემ სოფელზე თავდასხმა დაიწყო, ადგილზე ჯარისკაცები და სასაზღვრო პოლიცია გაგზავნეს, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა თავდამსხმელების დაშლა დაიწყეს.

კომენტარები