დასავლეთ სანაპირო

იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონში სინაგოგის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა [VIDEO]

16 მაისს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონში, ქალაქ გივატ-ზაევში, მშენებარე სინაგოგაში ჩამოინგრა ადგილი, სადაც დამსწრები იყვნენ.

ინციდენტის დროს ადგილზე დაახლოებით 650 დამსწრე იყო. 

ამჟამად არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 132 დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 5 მათგანის მდგომარეობა მძიმეა

პოლიციის განცხადებით, მორწმუნეები ნახევრად აშენებულ სინაგოგაში შეიკრიბნენ. ქალაქის მერის, სახანძროს და პოლიციის წარმომადგენლების თქმით, ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად, რომ ადგილი უსაფრთხო არ იყო, ისინი მაინც შეიკრიბნენ. 

პოლიციის თქმით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელ პირებს დააკავებენ.

კომენტარები