უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლეკსანდრ სირსკის თქმით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში ერთ დღეში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამხედრო ანგარიშის ჩაბარებისას აღნიშნა.
სირსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კურსკის რეგიონში 1-2 კილომეტრით წინ წაიწიეს.
"დღევანდელ დღეს, ჯარი კონკრეტული მიმართულებით 1-2 კილომეტრით წინ წაიწია. სუჯის დასახლებაში მტრის ძიება და განადგურება დასრულებულია" – თქვა მთავარსარდალმა.
ოლეკსანდრ სირსკისთან საუბრის შემდეგ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც სოციალურ ქსელში გაავრცელა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილე ყველა სამხედროს მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ ერთი წამითაც არ ვივიწყებთ აღმოსავლეთის ფრონტს. მთავარსარდალს დავავალე ამ მიმართულების გაძლიერება ჩვენი პარტნიორების მიერ მოწოდებული აღჭურვილობითა და რესურსებით. დღეს, კურსკის რეგიონში სხვადასხვა ადგილებში წინ წავიწიეთ 1-2 კილომეტრით და 100-ზე მეტი რუსი სამხედრო ავიყვყანეთ ტყვედ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. ეს დააჩქარებს ჩვენი ბიჭებისა და გოგოების სახლებში უსაფრთხო დაბრუნებას" – წერს ზელენსკი.
გუშინ, 13 აგვისტოს ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელები კურსკის რეგიონში 74 დასახლებას აკონტროლებენ.





