მე რამდენადაც ვიცი, ამერიკელი სენატორები ცდილობდნენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, რომელიც გადაწყვეტილებების მიმღებია და იციან, ვის უდევს საკნის გასაღები ჯიბეში და შესაბამისად, ვის უნდა ელაპარაკო, რომ მიშა სააკაშვილს თავისუფლება მოუპოვო.
არსებობს წერილი, იგივე სენატორებისგან სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, სადაც მკაფიოდ არის, მთელი აბზაცია დათმობილი მიშა სააკაშვილზე, მის ჯანმრთელობაზე, მის პოლიტიკურ პატიმრობაზე, მოახლოებულ არჩევნებზე, წინა საარჩევნო კამპანიაზე, რომელიც მიმდინარეობს მთავარი ოპოზიციონერი მოთამაშის გარეშე და მისი იზოლაციის პირობებში.
ასე რომ, რაზე იყო საუბარი კონკრეტული დღის განმავლობაში და რაზე არა, მგონი ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ყველამ იცის, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და კონკურენტული.
ბრიუსელიდან დაწყებული, ვაშინგტონიდან დამთავრებული ყველა ამას მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, შემადგენელი ნაწილი კონკურენტულ გარემოში თავისუფალი არჩევნების ჩატარების არის ის, რომ შენი ოპონენტებიც თავისუფლები იყვნენ და არა ციხეში და საკანში გამოკეტილები - ველზე იყვნენ, ასპარეზობდნენ, გეჯიბრებოდნენ ხალხის ნდობის მოპოვებაში.
ეს არ უნდა ქართულ ოცნებას.





