საქართველო-აშშ

აშშ-ს საელჩო: ურთიერთობის მწყობრში დასაბრუნებლად 1-ელი ნაბიჯი მთავრობისგან უნდა წამოვიდეს

საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის თბილისში ვიზიტის შესახებ და წერს, რომ განხილვის თემა მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა სურს და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.

"არც დეზინფორმაცია და არც სპეკულაცია არ ეხმარება უთანხმოებების მოგვარებას. სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის უკანასკნელი ვიზიტისას ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა. განხილვის თემა იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოსთან და ყველაფრის მწყობრში დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობისგან უნდა წამოვიდეს. ჩვენ ველოდებით მათ წინადადებას." - წერია განცხადებაში.

სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს პრეზიდენტთან, პრემიერთან, მთავრობის სხვა წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.

კომენტარები